06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
უკრაინული ოპოზიცია საზოგადოებას კვირისთვის დაგეგმილ მარშში ჩართვისკენ მოუწოდებს

უკრაინული ოპოზიცია საზოგადოებას კვირისთვის დაგეგმილ მარშში ჩართვისკენ მოუწოდებს. "ახალ ძალთა მოძრაობაში" განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა პირდაპირპროპორციულად აისახება ხელისუფლების რეაგირებაზე. ორგანიზატორების მოთხოვნები უცვლელია - იმპიჩმენტისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონპროექტების ინიცირება-განხილვა რადას უახლოეს სხდომებზე. პარალელურად მიხეილ სააკაშვილის მომხრეები რჩებიან კარვების ქალაქშიც. ოდესის ყოფილი გუბერნატორი საზოგადებას მარშში ოჯახის წევრებთან ერთად ჩართვისკენ მოუწოდებს და თავადაც აქციაში მონაწილეობას შვილთან ერთად გეგმავს.

დღის ამბები