06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
კოლუმბიაში 12 ტონა კოკაინი ამოიღეს 

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლის ისტორიაში კოკაინის ყველაზე დიდი პარტია ამოიღეს.

12 ტონა ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთი დაჯგუფებას ეკუთვნოდა.

სამდღიანი ოპერაციის შედეგად, კოკაინი ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში, ოთხ მიწისქვეშა საცავში აღმოაჩინეს.

კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, კოკაინის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 360 მილიონ დოლარს აღწევს. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები