18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
დავით ნარმანიამ მერის რანგში ბოლო მთავრობის სხდომა გამართა

თბილისის მთავრობის სხდომას მერის რანგში დღეს ბოლოჯერ გაუძღვა დავით ნარმანია. დედაქალაქის მოქმედმა მერმა მისი საქმიანობის სამი წელიც შეაჯამა.

დავით ნარმანიას განცხადებით სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი. მათ შორის არის ახალი გზების მშენებლობა, სკვერების მოწყობა სხვადასხვა უბნებში.

„მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს.  700 ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგო ამ სამი წლის განმავლობაში. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა 134 ოპერატიული თათბირი და 1000-ზე მეტი დავალება მიეცათ მერის მოადგილეებს, სამსახურებს, გამგეობებს და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ რომ რაც შეიძლება მეტი საქმე გაგვეკეთებინა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით მერიას არ დაუტოვებია რეაგირების გარეშე არც ერთი მოქალაქის ინდივიდუალური თხოვნა.

რაც შეეხება უკვე თბილისის ახალ არჩეულ მერს, ის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება. 

დღის ამბები