06 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
აშშ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, 4 მილიარდ 6 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 2018 წლის ბიუჯეტიდან 4 მილიარდ 6 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს - ამის შესახებ საუბარია თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც სენატისა და კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტებმა საბოლოოდ შეათანხმეს.

დოკუმენტში შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად დასახელებულია რუსეთის მიმდინარე აგრესიული ქმედებები.

ამ კონტექსტში ნახსენებია 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტები. ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ფინანსური დახმარებაც.

უკრაინისთვის 350 მილიონს, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის კი 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ბიუჯეტის პროექტი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები