06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ფილმიდან "მსოფლიოს მთელი ფული" კევინ სპეისის ყველა სცენას ამოჭრიან

კევინ სპეისის სკანდალის გამო ჰოლივუდში დასრულებულ ფილმს ახლიდან გადაიღებენ. საუბარია რიდლი სკოტის ბოლო ფილმზე "მსოფლიოს მთელი ფული," რომელშიც ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებდა. სურათიდან კევინ სპეისის ყველა სცენას ამოჭრიან და მის ნაცვლად კრისტოფერ პლამერს გადაიღებენ.

რიდლი სკოტის "მსოფლიოს მთელი ფული" ცნობილ ამერიკელ მაგნატზეა, რომელიც გატაცებული შვილიშვილის გამოხსნას ცდილობს. კევინ სპეისის მონაწილეობით სცენებს ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ და კადრში ძირითადად ის ჩანს.

ცნობილია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ამჟამად არიზონის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსს გადის. ამავე კლინიკაში ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინიც მკურნალობს.

დღის ამბები