06 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
აბუ დაბიში ლუვრის მუზეუმი გაიხსნა - ცერემონიას ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად დაესწრო

აბუ დაბიში ლუვრის მუზეუმი გაიხსნა. საპატიო სტუმრის სტატუსით კი ცერემონიაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად იყო მიწვეული.

არაბული ლუვრის შენობაში 23 საგამოფენო დარბაზია, რომლშიც 600-მდე ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი. მათ შორის პოლ გოგენის, ვან გოგის და პიკასოს ნამუშევრებიც.

გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის ლიდერსა და მიწვეულ სტუმრებს პირადად აბუ დაბის პრინცმა უმასპინძლა.

დღის ამბები