18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
უუნარო, მავნებელი, ფაცი-ფუცი - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დავით ნარმანიას მუშაობას აფასებენ

„დავით ნარმანია იყო უმოქმედო მერი“ - ასე აფასებენ დავით ნარმანიას მუშაობას იმ მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ნარმანიასთან ერთად, მანდატი რამდენიმე დღეში ეწურებათ.

“დავით ნარმანია იყო უუნარო, უმოქმედო,  მავნებელი მერი, რომელმაც ვერ მოაგვარა თბილისში საცობების პრობლემა, პარკირების პრობლემა,  ავარიული კორპუსების პრობლემა, ეკოლოგიის პრობლემა, მავნებლური მშენებლობების პრობლემა. ვერაფერი ვერ გააკეთა, რომ თბილისში შემოსულიყო ინვესტიციები და შეექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი ნარმანიამ.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ კითხვები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში პარტია სვამდა, ახლაც პასუხგაუცემელია და დავით ნარმანიამ პოსტზე ყოფნის დროს მოახერხა მხოლოდ ის, რომ კორუფციული გზებით დაარიგა მიწის ნაკვეთები.

„წასულებზე არაფერს არ ლაპარაკობენ. დავით ნარმანიამ მე, რომ არ ვილაპარაკო თვითონ დაარქვა თავის მერობას სახელი და ამ მერობას მან "ფაცი-ფუცი" უწოდა. სამ წელიწადნახევარში ფაცი-ფუცობაში გატარებული დრო არ შეიძლება იყოს ნაყოფის მომცველი,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით დავით ნარმანიას მერად ყოფნის პერიოდს წარმატებულად აფასებენ ”ქართული ოცნებაში.”

თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ისე, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ქალაქზე ორიენტირებული.

13 ნოემბრიდან მერის უფლებამოსილების განხორციელებას უკვე ახლადარჩეული მერი, კახი კალაძე შეუდგება. დღეს დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომა მერის რანგში ბოლოჯერ ჩაატარა. მან მისი საქმიანობის სამი წელი შეაჯამა და ეკოლოგიის, სოციალური და სატრანსპორტო კუთხით მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები