06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
კრემლი ადასტურებს, რომ პუტინი და ტრამპი ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან

კრემლი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ხვალ ერთმანეთს ვიეტნამში შეხვდებიან. რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოლაპარაკებები ქალაქ დანანგში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის განცხადებით, ლიდერები შეძლებენ ორმხრივ ურთიერთობასთან ერთად, საერთაშორისო პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.

დონალდ ტრამპისა და ვდლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

შეერთებული შტატების ლიდერი ამ დროისთვის პეკინში იმყოფება, სადაც ჩინელ კოლეგასთან ერთად, დონალდ ტრამპმა ჩრდილო კორეის კრიზისის მოგვარებაში დახმარებისკენ რუსეთსაც მოუწოდა. 

დღის ამბები