06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
კატალონიის პარლამენტის სპიკერი 5 დეპუტატთან ერთად მადრიდის სასამართლოში გამოცხადდა

კატალონიის პარლამენტის სპიკერი 5 დეპუტატთან ერთად მადრიდის სასამართლოში გამოცხადდა. მათ ბრალად ედებათ ამბოხების მოწყობა და სეპარატიზმი. სასამართლო დღეს გადაწყვეტს მათ პატიმრობას მიუსჯის თუ კონკრეტული პირობების საფუძველზე გაათავისუფლებს. 6-ივე მაღალჩინოსანი სასამართლოში გასულ კვირასაც გამოცხადდნენ, თუმცა მათ მოსამართლემ მომზადებისთვის ერთი კვირა მისცა.

კატალონიის მთავრობის ყოფილი 8 წევრი და 2 აქტივისტი უკვე პატიმრობაშია. რეგიონის ლიდერზე კი ესპანეთის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. კარლეს პუჩდემონი თავს ბრიუსელს აფარებს. მისი ექსტრადირების საკითხი ბელგიის სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

დღის ამბები