06 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ჯანსუღ ჩარკვიანი მშობლიურ მიწას მიაბარეს. პოეტი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.

ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიის დროს მისი ლექსები წაიკითხეს. პოეტის დაკრძალვას ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში ბაჩანა ბრეგაძის გვერდით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა, საიდანაც პოეტი გალობის და ტაშის ფონზე გამოაცილეს.

მასთან გამოსამშვიდობებლად მეგობრები, კოლეგები, ახლობლები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ. 

დღის ამბები