18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ძალადობის შესაძლო ფაქტი შშმ პირზე - 7 თვის ორსულის მშობლები მომხდარში 54 წლის მამაკაცს ადანაშაულებენ

ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა 7 თვის ორსულია. მისი მდგომარეობის შესახებ ოჯახმა ახლა შეიტყო და ამბობენ, რომ მასზე მეზობელმა იძალადა. ისინი ხელს 54 წლის მამაკაცს ადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, ბრალდებებს უარყოფს მამაკაცის ოჯახი.

ბრალდებულის ცოლი დაზარალებულსა და მის ქმარს შორის სექსუალურ კავშირს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

საქმეში უკვე ჩართულია სოციალური სამსახური. უწყებაში გაუპატიურების ფაქტს არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გონებრივად შეზღუდულ პირზე, სავარაუდოდ, ძალადობას ჰქონდა ადგილი.

გამოძიება ბავშვის დაბადებასა და დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდება. მანამდე კი, ბრლდებულს სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები