18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ახალციხეში სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებენ - დაკავებულის ოჯახი პოლიციელების დასჯას ითხოვს

ახალციხეში სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებენ. დაკავებული გრიგოლ კაპანაძის მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი თურქულ რესტორანში მომხდარი ინცინდენტისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ოჯახის თქმით, დაკავებული სამი პირიდან ძალადობის კვალი მხოლოდ მათ შვილს ეტყობა.

კაპანაძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის კვალი ეტყობა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ადვოკატი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც მისი თქმით, გრიგოლ კაპანაძის ცემაში მიიღო მონაწილეობა.

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი გრიგოლ კაპანაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიხედვით, დაკავებულ კაპანაძეს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

რესტორნის მენეჯერი ყვება, რომ ახალგაზრდები თანამშრომლებსა და თურქ სტუმრებს შეურაცყოფას აყენებდნენ, რის გამოც მან საპატრულო პოლიციისა გამოიძახა.

ახალგაზრდების დაკავების შემდეგ ადგილობრივები ამ თურქული რესტორნის გაუქმების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ამ ობიექტში ქართველი გოგონები თურქი მამაკაცებისთვის მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები