06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ვიეტნამში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს გაესაუბრნენ

ვიეტნამში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს გაესაუბრნენ. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა რამდენიმე წამის განმავლობაში ისაუბრეს, როდესაც „აპეკის“ სამიტის მეორე დღეს ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღების ცერემონიაზე მიდიოდნენ.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სცენაზეც ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ლიდერების გასაუბრების პარალელურად, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმაც მოლაპარაკებები გამართეს.

რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა, პრეზიდენტების თანხმობით, სირიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. ოფიციალური ვაშინგტონი და მოსკოვი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს ხელი სამიტის პირველ დღესაც რამდენჯერმე ჩამოართვეს. 

დღის ამბები