06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ამერიკული პრესის ცნობით, მაიკ ფლინს ფეტჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემის სანაცვლოდ 15 მილიონს სთავაზობდნენ

ამერიკული პრესა უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დეტალებს აქვეყნებს. ტელეკომპანია NBC-ისა და Wall Street Journal-ის ცნობით, მაიკ ფლინს ყოფილი სასულიერო პირის, ფეტჰულა გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემის სანაცვლოდ, 15 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.

შეთქმულებაში, სავარაუდოდ, მაიკ ფლინის შვილიც იყო ჩართული. სპეციალური პროკურორის, რობერტ მალერის გამოძიების თანახმად, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ნიუ იორკში დეკემბერში შეხვდა.

ფეტჰულა გიულენს, რომელიც პენსილვანიის შტატში ცხოვრობს, ოფიციალური ანკარა არშემდგარი გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.

დღის ამბები