06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
”ჰესბოლას” ლიდერი საუდის არაბეთს ლიბანისთვის ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს

დაჯგუფება ”ჰესბოლას” ლიდერი საუდის არაბეთს ლიბანისთვის ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს. სატელევიზიო მიმართვაში ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ სწორედ ოფიციალურმა ერ-რიადმა აიძულა ლიბანის პრემიერმინისტრი, პოსტი დაეტოვებინა.

გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა იმით ახსნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და რომ ლიბანის შიდა პოლიტიკაში ირანი და ”ჰესბოლა” ერეოდნენ.

განვითარებულ მოვლენებს უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მხარეებს მოუწოდა, ლიბანი კონფლიქტის გაჩაღების ადგილად არ გამოიყენონ. 

 

დღის ამბები