06 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ამერიკელი მსახიობი ლუის სი ქეი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო ბოდიშს იხდის

ამერიკელი მსახიობი ლუის სი ქეი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო ბოდიშს იხდის. კომედიური ჟანრის მსახიობმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეა და ძალიან წუხს, რომ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მუშაობდა, ტკივილი მიაყენა.

50 წლის ლუის სი ქეი სექსუალურ შევიწროებაში ერთდროულად 5-მა ქალმა დაადანაშაულა, რის გამოც რამდენიმე კომპანიამ მსახიობთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

ლუის სი ქეის ინტერესების გატარებაზე უარი თქვა მისმა სარეკლამო აგენტმაც.

დღის ამბები