06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
დონალდ ტრამპს ფილიპინებში აქციებით დახვდებიან

ვიეტნამიდან დონალდ ტრამპი ფილიპინებში მიემგზავრება, სადაც მას აქციებით დახვდებიან. შეერთებული შტატების ლიდერის ვიზიტის გასაპროტესტებლად მანილას ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

მემარცხენე დემონსტრანტებმა დედაქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში მობილიზებულ სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.

დონალდ ტრამპს ორდღიანი ვიზიტით ფილიპინებში ხვალ ელოდებიან. სწორედ აქ ასრულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი 11 დღიან აზიურ ტურნეს.

დღის ამბები