06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ფიფა-ს ექსპრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

სექსუალური ძალადობის მორიგი ბრალდების ადრესატი ფიფა-ს ყოფილი ხელმძღვანელი გახდა. იოზეფ ბლატერი სექსუალურ შევიწროებაში შეერთებული შტატების ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ დაადანაშაულა.

36 წლის ჰოუპ სოლომ პორტუგალიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინციდენტი 2013 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა, როდესაც ის სცენაზე გადიოდა.

81 წლის ბლატერი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი წარმომადგენლის თქმით, მსგავსი ინციდენტი საერთოდ არ მომხდარა და ფეხბურთელის მიერ გაკეთებული განცხადება სასაცილოა.

 

დღის ამბები