06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
დონალდ ტრამპის შეფასებით ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა ორი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

დონალდ ტრამპი რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრეა. ამ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვიეტნამში სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ხანმოკლე საუბარი შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერს სირიაზე და სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე ელაპარაკა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, რადგან მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი საფრთხეების აღმოფხვრის საშუალებას მისცემს.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია კორეის, სირიის და უკრაინის კრიზისების მოგვარებაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის სიტყვებს სერიოზულად აღიქვამს და არ აპირებს ამ თემაზე კამათის გაგრძელებას.

დღის ამბები