06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ფილიპინებში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

ფილიპინებში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. მიზეზი აზია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სამიტია, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის ლიდერი იღებს.

ღონისძიება მანილაში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, თუმცა ლიდერები ფილიპინების დედაქალაქში უკვე იკრიბებიან.

მანილას ქუჩებს და შენობას, სადაც ლიდერების შეხვედრა გაიმართება, 60 ათასი სამართალდამცველი დაიცავს.

მოლაპარაკების მთავარი თემებს შორის რეგიონალური და მსოფლიო გამოწვევები იქნება - მათ შორის ფხენიანის კრიზისი, ტერორიზმთან ბრძოლა და კიბერ უსაფრთხოების საკითხები.

 

დღის ამბები