06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
კარლეს პუჩდემონის გათავისუფლების მოთხოვნით კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონაში მორიგი მრავალათასიანი მარში გამართეს და ოფიციალურ მადრიდს დაკავებული ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და ციხიდან მიღებული წერილები წაიკითხეს. მათი განცხადებით, კარლეს პუჩდემონი და მისი გარემოცვის წევრები პოლიტიკური პატიმრები არიან და მათ ესპანეთში სამართლიანი სასამართლოს გარანტია არ აქვთ. აქციაზე შეკრებილ 800 ათასამდე ადამიანს კარლეს პუჩდემონმა ბრიუსელიდან მიმართა.

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მომიტინგეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები