06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
რუსეთისა და თურქეთის ლიდერები სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და თურქეთის ლიდერები სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის შეხვედრა სოჭში შედგა.

თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას დაუჭირა მხარი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების საბოლოო განადგურებასა და სირიის სუვერენიტეტის დაცვას ეხება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტებმა გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთსა და თურქეთის შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო პარტნიორობის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

დღის ამბები