06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ტერეზა მეი კრემლს დასავლეთში განხეთქილების შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კრემლს დასავლეთში განხეთქილების შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. ტერეზა მეიმ პუტინის ხელისუფლებას ასევე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში კონფლიქტის წახალისებაში და კიბერ შპიონაჟში დასდო ბრალი.

პარალელურად, განცხადებებს რუსეთის მიერ ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის შესახებ ოფიციალური მადრიდიც ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პრო რუსულმა ჯგუფებმა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ესპანეთში დესტაბილიზაციის მიზნით, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას შეუწყეს ხელი.

დღის ამბები