06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ოფიციალურ მადრიდში აცხადებენ, რომ კრემლი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის პროცესში ჩაერია

დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევაზე ესპანელმა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს. ოფიციალურ მადრიდში აცხადებენ, რომ კრემლი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის პროცესში ჩაერია, მისი მიზანი კი, ესპანეთში და მთელს ევროპაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია იყო.

განცხადებები ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე გააკეთეს.

მინისტრები ამბობენ, რომ კატალონიის რეფერენდუმის შედეგებზე გავლენა მოსკოვმა პროპაგანდის გზით მოახდინა და ამისთვის ონლაინმედია და სოციალურ ქსელებში გახსნილი ყალბი ანგარიშები გამოიყენა.

ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მადრიდს შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია. 

დღის ამბები