18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად გასაუბრებას იწყებს

იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად გასაუბრებას დღეიდან იწყებს. პროცესი 3 დღე გაგრძელდება.

ინსპექტორის პოზიციაზე პრეტენზიას 45 კანდიდატი აცხადებს. მათი უმეტესობა ადვოკატები არიან.

მთავარ კრიტერიუმად იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია სახელდება.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქცია დისციპლინარული სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებას გულისხმობს.

დღის ამბები