„იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე,"- სახალხო დამცველმა მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა.
სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.
"საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.