06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
სამხედრო გადატრიალება ზიმბაბვეში - არმიის გენერლებმა სახელმწიფო ტელეარხის შენობა დაიკავეს

სამხედრო გადატრიალება ზიმბაბვეში. არმიის გენერლებმა სახელმწიფო ტელეარხის შენობა დაიკავეს. დედაქალაქის ქუჩებში კი ჯავშან მანქანებია მობილიზებული.

ზიმბაბვეს არმიის გენერლებმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართეს და განაცხადეს, რომ მათი ნაბიჯი მთავრობის დამხობას არ ნიშნავს და მიზნად მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ დამნაშავეებთან ბრძოლას ისახავს.

მმართველმა პარტიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მუგაბე დაპატიმრებულია.

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დილიდან სროლის ხმა ისმის. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ზიმბაბვეში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ ქუჩაში არ გავიდნენ.

დღის ამბები