06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსული კავშირები - აშშ-ის გენპროკურორმა კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსული კავშირების საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გენპროკურორმა კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა. ჯეფ სეშენსმა ამჯერად ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ ახსოვს დონალდ ტრამპთან და მის თანაშემწეებთან გამართული შეხვედრა, სადაც რუსეთთან კავშირები განიხილებოდა.

შეხვედრა 2016 წლის მარტში გაიმართა. ჯეფ სეშენსს იგივე თემაზე შეკითხვა იანვარში, პოსტზე დამტკიცების დროსაც დაუსვეს, თუმცა მაშინ განაცხადა, რომ რუსული კავშირების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი. გამოძიებას კონგრესის ორივე პალატის გარდა სპეცპროკურორი რობერტ მალერიც აწარმოებს.

დღის ამბები