06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
”მოჯადოებულ პოზა” - ბრიუსელში რენე მაგრიტის დაკარგული ნამუშევრის მეოთხე ნაწილი აღმოაჩინეს

ბრიუსელში რენე მაგრიტის დაკარგული ნამუშევრის მეოთხე ნაწილი აღმოაჩინეს. საუბარია ცნობილ ტილოზე ”მოჯადოებულ პოზა,” რომელიც კოლონებთან დახრილ ორ ქალს ასახავს. მხატვარმა ის 1927 წელს დახატა, თუმცა მოგვიანებით ნამუშევარი თავადვე გააფუჭა, ტილო 4 ნაწილად გაჰყო და მასზე სხვა - ნახატები შექმნა. ხელოვანებმა დაადგინეს, რომ ტილოს მეოთხე ნაწილი მაგრიტმა 1935 წელს გამოიყენა, როდესაც ნამუშევარი ”ღმერთი არ არის წმინდანი” დახატა. "მოჯადოებული პოზას" პირველი ნაწილი 2013 წელს ნიუ-იორკის მუზეუმში ”პორტრეტის” ქვეშ აღმოაჩინეს, დანარჩენი ორი კი სტოკჰოლმსა და ნორიჯში. უახლოეს მომავალში ოთხივე ნაწილი ბრიუსელში მაგრიტის მუზეუმში გამოიფინება, სადაც მსურველებს მისი ნახვა სპეციალური მოწყობილობით შეეძლებათ.

დღის ამბები