18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ლარი მცურავია, ხან იქით გადაცურდება, ხან აქეთ, მაგრამ ახლა თავქუდმოგლეჯილი გარბის - ნუკრი ქანთარია ლარის გაუფასურებაზე კრიტიკას პასუხობს

ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ლარის კურსის ვარდნა მთავრობის არასწორი ეკონომიკური  პოლიტიკის შედეგია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით ლარის კურსის ასეთი გაუფასურება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„ამ კონტექსტში, როდესაც ასეთი ეკონომიკური სიდუხჭირეა, როცა ფასები ძვირდება და დღეს განცხადებები გაკეთდა, რომ ფასების გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს ასეთი გაქცევა ლარის კურსის. სამწუხაროდ, ეს არავის არ უხარია ნამდვილად,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მოუწოდა მმართველ გუნდს დროზე გამოფხიზლდნენ რადგან ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია.

„იქნებ დროა დაღვინდეთ, დამძიმდეთ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს და მაღალ სიმაღლეებზე ნუ აიყვანთ ქვეყანას,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში უპასუხეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მოხდება შესაბამისი ინტერვენციები.

„ლარი ვიცით რომ მცურავია, ხან იქით გადაცურდება ხან აქეთ, მაგრამ ახლა თავქუდმოგლეჯილი გარბის და ეს სახეზეა და ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკის საქმე ეს არ არის . აქ იბადება ძალიან სერიოზული წუხილი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დღის ამბები