18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბიჭს მეზობელი მანქანით მაშინ დაეჯახა, როდესაც ის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.

ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო.

მანქანის მძღოლი პოლიციაში გამოცხადდა და გუშინვე დაიკითხა.

“შემოიყვანეს უკვე სამწუხაროდ გარდაცვლილი პაციენტი, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ხასიათის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. შესაბამისი ორგანოების მიერ პაციენტი გადაყვანილია ექსპერტიზის ბიუროში,“-განაცხადა პედიატრმა ლალი ზარანდიამ.

დღის ამბები