06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
"მეტი მეტისთვის" - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების ახალი ინიციატივა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ევროპარლამენტარები ახალი ინიციატივით გამოდიან.

გუშინ მიღებული რეზოლუცია უკვე გამოქვეყნდა, სადაც მოწოდებაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რათა პარტნიორობის 6 ქვეყნიდან 3-ის შემთხვევაში, გამოხატულ იქნას დამატებითი პოლიტიკური გზავნილები.

"მეტი მეტისთვის" საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეხება და გულისხმობს ახალი ფორმატის - აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსის შემოღებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში 10 წლის პერიოდში ინტეგრაციას შენგენის ზონაში და გაწევრიანებას საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირში, ასევე დეოკუპაციისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს ასევე დააფიქსირონ ევროკავშირის მზადყოფნა შემდგომი გაფართოებისთვის.

 

დღის ამბები