06 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ხელმძღვანელებთან ოფიციალურ კიევსა და დონბასს შორის ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილა.

ინიციატივის ავტორი, მინსკის საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის სპეცწარმომადგენელი ვიქტორ მედვედჩუკია, რომლის შვილის ნათლიაც ვლადიმერ პუტინია.

სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების შედეგი უკრაინელი ტყვეების რეალური გათავისუფლება უნდა გახდეს და არა პროპაგანდისტული კამპანია.

დღის ამბები