06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას ევროპა და შეერთებული შტატები აკრიტიკებს

ევროპა და შეერთებული შტატები რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. პარლამენტმა მედიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი უცხოურ აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედია საშუალებებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარედან ფინანსდებიან. მათ ასევე უნდა გაასაჯაროვონ დაფინანსების წყაროც. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან კანონპროექტის ბედს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით კი საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ორი დღის წინ შეერთებულ შტატებში უცხოურ აგენტად "რაშა თუდეი" დაარეგისტრირეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არანაირად არ ზღუდავს ამ მედია საშუალების თავისუფლებას. ძალაში შესვლის შემდეგ ახალი კანონი რუსეთში გავრცელდება CNN-ზე, დოიჩე-ველეზე, რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმაზეც.

დღის ამბები