06 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
კარლეს პუჩდემონს დღეს ბრიუსელის სასამართლოში ჩვენების მისაცემად ელოდებიან

კარლეს პუჩდემონს დღეს ბრიუსელის სასამართლოში ჩვენების მისაცემად ელოდებიან. სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, მოხდება თუ არა კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ავტონომიის ხელისუფლების კიდევ 4 ყოფილი წევრის ესპანეთში ექსტრადირება.

გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრიუსელში დაინტერესდნენ, თუ რა პირობებში მოუწევთ სასჯელის მოხდა რეგიონის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ესპანეთის შენაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კარლეს პუჩდემონი სასამართლო პროცესს მადრიდის ციხეში დაელოდება, თუმცა მას არჩევანის საშუალება მიეცემა, გაატაროს ეს დრო სამარტოო საკანში თუ ყოფილ კოლეგებთან ერთად.

ბარსელონაში კი, დაკავებული ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება. 

დღის ამბები