18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
არასამთავრობოები რუსთავის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე საუბრობენ 

რუსთავის პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტი - სამოქალაქო სექტორი სისტემურ პრობლემაზე საუბრობს. 18 წლის რომა ღონღაძის ინციდენტზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გენინსპექციის უმოქმედობაზე აკეთებენ აქცენტს და სტრუქტურას უფუნქციო მექანიზმად მიიჩნევენ.

სამოქალაქო სექტორი ძალოვანების მხრიდან სამართალდარღვევების მთავარ მიზეზად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობას ასახელებს.

არასამთავრობოები ხელისუფლებას ცალკე მდგომი, მიუკერძოებელი სტრუქტურის შექმნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

„იმ მოცემულობით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. გამოკითხული პირები ღიად აცხადებენ, რომ პოლიციელები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. აუცილებელია, რომ მოხდეს აღნიშნული კუთხით, ამ ადამიანების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა,“ - განაცხადა "საია"-ს იურისტმა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

დღის ამბები