06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
პენტაგონის Twitter​-ის გვერდზე დონალდ ტრამპის გადადგომის მოწოდება გააზიარეს 

პენტაგონის Twitter​-ის გვერდზე რამდენიმე წუთით გაზიარებული იყო მოწოდება დონალდ ტრამპის გადადგომისკენ. გაირკვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით გააზიარა სხვა მომხმარებლის პოსტი, სადაც ის სექსუალურ სკანდალებში გახვეული სენატორისა და კონგრესმენის გარდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადადგომასაც მოითხოვდა.

შეცდომის აღმოჩენისთანავე პენტაგონის Twitter​-ის გვერდიდან პოსტი წაშალეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტებაც გააკეთა და განაცხადა, რომ კრიტიკული შინაარსის პოსტი ნამდვილად შემთხვევით იყო გაზიარებული.

დღის ამბები