06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
სექსუალური შევიწროების ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი ამერიკელი სენატორი ელ ფრანკენი გახდა

სექსუალური შევიწროების ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი ამერიკელი სენატორი ელ ფრანკენი გახდა, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სენატის საგამოძიებო კომიტეტის წევრია. "დემოკრატი" კონგრესმენი ძალადობრივ ქმედებებში ჟურნალისტმა ლინ ტვიდენმა დაადანაშაულა.

რადიოს წამყვანის ინფორმაციით, ინციდენტი 2006 წელს მოხდა, როდესაც ელ ფრანკენი კომედიურ შოუს ხელმძღვანელობდა და უცხოეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე, ტურნეში ერთად იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ელ ფრანკენმა ჯერ სცენარში კოცნის სცენა ჩასვა და წინააღმდეგობის მიუხედავად, პერფორმანსის დროს მაინც აკოცა, მოგვიანებით კი, თვითმფრინავში მძინარეს მკერდზე შეეხო და ამის ამსახველი ფოტოც გადაიღო.

სენატორი ამბობს, რომ ინციდენტი მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა ჟურნალისტს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადა.

დღის ამბები