06 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 20 ადამიანი ადანაშაულებს

კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 20 ადამიანი ადანაშაულებს. საუბარია ლონდონის თეატრის თანამშრომლებზე. თეატრის ადმინისტრაციამ ბრალდებების შესწავლა ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს დაიწყო და 14 თანამშრომელს ურჩია, პოლიციისთვისაც მიემართა. ბრალდებები 1995-2013 წლამდე პერიოდს ეხება.

თეატრის ადმინისტრაციამ კევინ სპეისის მოკვლევაში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა მისგან არანაირი პასუხი არ მიუღია.

კევინ სპეისი მეორე გავლენიანი ფიგურაა, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის შემდეგ, რომლის კარიერაც "ჰოლივუდში" სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დასრულდა.

დღის ამბები