06 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ბელგიის სასამართლომ პუჩდემონის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადადო. კატალონიის ყოფილი ლიდერისა და მთავრობის 4 ყოფილი წევრის სასამართლო მოსმენა ბრიუსელში გუშინ გაიმართა.

ადვოკატების ცნობით, პროკურატურა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის აღსრულებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება ოთხ დეკემბრამდე გადადო.

კარლეს პუჩდემონსა და მისი გარემოცვის წევრებს ესპანეთში ამბოხის მოწყობასა და სეპარატიზმში ადანაშაულებენ. 

დღის ამბები