06 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
არგენტინის სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ძებნის საერთაშორისო ოპერაცია მიმდინარეობს

არგენტინის სანაპიროებთან წყალქვეშა ნავის ძებნის საერთაშორისო ოპერაცია მიმდინარეობს. არგენტინის საზღვაო ძალების ხომალდი, რომლის ბორტზეც 44 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან 15 ნოემბერს გაუჩინარდა.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ეკიპაჟთან ბოლო კონტაქტი სამი დღის წინ შედგა, რა დროსაც ხარვეზები ფიქსირდებოდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სწორედ იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც წყალქვეშა ნავი კავშირის დაკარგვის დროს იმყოფებოდა.

ოპერაციაში NASA-ს სპეციალისტები ჩაერთვნენ. ოპერაციაში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩილეს საზღვარო და საჰაერო ძალები ერთვებიან. 

დღის ამბები