06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ოფიციალურმა მოსკოვმა გაეროში სირიის კრიზისის საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი დაბლოკა

ოფიციალურმა მოსკოვმა გაეროში სირიის კრიზისის საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი დაბლოკა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოსკოვმა ვეტო დაადო იაპონიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საგამოძიებო მისიის მანდატის 30 დღით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტს მხარი 12-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი და ბოლივია, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

ეს სირიასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის რიგით მეთერთმეტე ვეტო იყო.

ორი დღის წინ რუსმა დიპლომატებმა რეზოლუციის ამერიკული ვარიანტი დაბლოკა. 

დღის ამბები