06 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავი და შვეულმფრენი ერთმანეთს შეეჯახნენ - გარდაიცვალა 4 ადამიანი

ავიაკატასტროფას დიდ ბრიტანეთში მსხვერპლი მოჰყვა. საჰაერო სივრცეში ერთმანეთს მცირე ზომის თვითმფრინავი და შვეულმფრენი შეეჯახნენ.

შემთხვევა ბაკინ-ჰემპშირის საგრაფოში საღამოს მოხდა. თუმც  დაზუსტებული ინფორმაცია ბორტებზე მყოფი ადამიანების რიცხვის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. კატასტროფის მიზეზი უცნობია.

ორივე ბორტის ფრაგმენტები ტყეში ჩამოვარდა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველები ვერტმფრენის და თვითმფრინავის შავ ყუთებს ეძებენ.

დღის ამბები