06 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურ ანკარას ბოდიში მოუხადა

ნორვეგიაში მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურ ანკარას ბოდიში მოუხადა. თურქეთის ხელისუფლებამ 40-ვე სამხედრო, რომელიც სწავლებაში მონაწილეობდა, უკან გაიწვია.

მიზეზი ის გახდა, რომ წვრთნის დროს თეორიული მტრის სიაში თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი იყო შეყვანილი.

ასევე, ალიანსის შიდა ქსელში რეჯეპ ტაიპ ერდორანის სახელით ნატო-ს საწინააღმდეგო გზავნილები გავრცელდა. გაირკვა, რომ დარღვევები კონკრეტული თანამშრომლების მოქმედებას მოჰყვა, რის გამოც, ორივე მათგანი სამსახურიდან დაითხოვეს.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად თურქეთის ხელისუფლებას ბოდიში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმაც მოუხადა. 

დღის ამბები