06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში პოლიციასთან შეტაკებით და არეულობით დასრულდა

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში პოლიციასთან შეტაკებით და არეულობით დასრულდა. ათენის ქუჩებში ათასობით ადამიანი იმ სტუდენტების პატივსაცემად შეიკრიბა, რომლებიც 1973 წლის სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ ამბოხის დროს დაიღუპნენ.

დემონსტრანტებმა მსვლელობა, ტრადიციულად, შეერთებული შტატების საელჩოს მიმართულებით მოაწყვეს, რადგან გადმოცემის თანახმად, მაშინ დიქტატურას ვაშინგტონი უჭერდა მხარს.

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საელჩოსთან მსვლელობას ახალგაზრდების ჯგუფი გამოეყო და პოლიციას დაუპირისპირდა.

აქტივისტებმა სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები