06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
თურქეთსა და ნატოს შორის სკანდალი ღრმავდება

თურქეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანს შორის სკანდალი კიდევ უფრო ღრმავდება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ში ნდობის საკითხი სერიოზულ კითხვებს იწვევს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ტერიტორიის მხრიდან საფრთხის გაზრდის ფონზე, ალიანსმა თურქეთიდან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები უკან გაიწვია და მიანიშნა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ანკარას არ დაეხმარება.

პრეზიდენტმა ნორვეგიაში, სამხედრო წვრთნის დროს მომხარი ინციდენტების გამო, ალიანსის გენერალური მდივნის ბოდიშს "არასაკმარისიც" უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეცდომებს მხოლოდ ბოდიშით არ პატიობენ.

სწავლების დროს შემთხვევით თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებელი და ამჟამინდელი ლიდერი მტრების სიაში შეიყვანეს. მომხდარის გამო, ბოდიშის მოსახდელად იენს სტოლტენბერგმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს წერილიც გაუგზავნა და დაურეკა კიდეც.

დღის ამბები