06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
პროკურორი, რომელმაც კარლეს პუდჩემონი სეპარატიზმში დაადანაშაულა, გარდაიცვალა

ესპანეთის გენერალური პროკურორი, რომელმაც კატალონიის ყოფილი ლიდერი სეპარატიზმში ოფიციალურად დაადანაშაულა, არგენტინაში მოულოდნელად გარდაიცვალა.  

66 წლის ხოსე მანუელ მასა ბუენოს აირესში კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში, ინფექციის დიაგნოზით, გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მასას ბოლო საჯარო გამოსვლა 30 ოქტომბერს სწორედ კატალონიის კრიზისთან დაკავშირებით ჰქონდა.

ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები ამ დრომდე გრძელდება. ბარსელონის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ერთმანეთს სამართალდამცველებმა კორდონით დააშორეს.

დღის ამბები