06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
გერმანიაში მმართველი კოალიციის შექმნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

გერმანიაში მმართველი კოალიციის შექმნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების მაგიდა პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოულოდნელად დატოვა. პარტიის ლიდერის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები", ანგელა მერკელის "ქრისტიან დემოკრატიულ" კავშირთან და "მწვანეეებთან", მიგრანტებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

თუკი ანგელა მერკელის "მწვანეთა პარტიასთან" კოალიციის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, გერმანიაში ხელახალი არჩევნები დაინიშნება, რამაც შესაძლოა მოქმედ კანცლერს მეოთხე ვადით პოსტის დაკავებაში ხელი შეუშალოს.

დღის ამბები