06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა გადადგომაზე უარი თქვა

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა გადადგომაზე უარი თქვა. როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ ძალებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ რობერტ მუგაბე თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ განცხადებას სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთებდა.

მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ ის თავმჯდომარეობიდან ოფიციალურად გადააყენა, შინაპატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეკემბერში დაგეგმილ პარტიის ყრილობას უხელმძღვანელებს.

ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი გადააყენა. დღეს ზიმბაბვეს მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

დღის ამბები