06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
არგენტინაში დაკარგული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

არგენტინაში დაკარგული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოპერაციას დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის სამხედრო გემები და ავიაცია შეუერთდნენ.

სამძებრო სამუშაოებს ძლიერი შტორმი აფერხებს. არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ წყალქვეშა ნავ "სან-ხუანთან" კავშირი 15 ნოემბერს შეწყდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება.

დღის ამბები